A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პავ პალ პან პაო პაპ პარ პას პატ პაც

პავლიკიანელნი

It. Pauliciani
VII-XII საუკუნეებში ბიზანტიის იმპერიაში გავრცელებული გნოსტიკურ-დუალისტური სექტა. სავარაუდოდ, დაუზუსტებელი წარმოშობისა და სახელწოდების პირველი საზოგადოება სომხეთში, კობოსაში აღმოცენდა. სექტის მიმდევრები საღმრთო წერილიდან მხოლოდ ახალი აღთქმის ერთ ნაწილს იღებდნენ და უარყოფდნენ ძველ აღთქმას; უარყოფდნენ იესო ქრისტეს განკაცებას, რადგანაც, მათი აზრით, ქრისტე არა ღმრთის შვილი, არამედ მხოლოდ დედამიწაზე მოვლენილი ანგელოსი იყო; არ აღიარებდნენ საეკლესიო იერარქიას და მონაზვნობას, წმიდა ხატებსა და საიდუმლოთ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9