A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბაა ბაბ ბაგ ბაზ ბალ ბაპ ბარ ბას ბაჰ

ბაპტისტერიუმი

Etym. საეკლესიო ლათ. baptisterium (ბერძ. სიტყვიდან baptistérion)
It. Battistero
IV საუკუნიდან სიტყვა აღნიშნავს ბაზილიკასთან დაკავშირებულ და ნათლობის აღსრულებისთვის განკუთვნილ საგანგებო შენობას. შენობის ბაზილიკისაგან განცალკავების მიზეზი იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ნეოფიტები (ახალმოქცეულნი) მხოლოდ ნათლობის შემდეგ დაიშვებოდნენ ეკლესიაში. პირველ ბაპტისტერიუმებს ჰქონდა ცენტრალური, ხუთკუთხა, ექვსკუთხა, ბერძნული ჯვრის ფორმის, უფრო ხშირად კი რვაკუთხა ან წრიული გეგმა, კამაროვანი და გუმბათოვანი გადახურვა, თუმცა, ფორმისაგან დამოუკიდებლად, ყოველი მათგანის ცენტრში 70-75 სმ. სიღრმის აუზი იყო მოთავსებული. აუზში ჩასვლა საფეხურების მეშვეობით იყო შესაძლებელი, წყალი კი მას ზემოდან მიეწოდებოდა. ბაპტისტერიუმის ამ ტიპმა მას შემდეგაც განაგრძო არსებობა, რაც XI საუკუნიდან გაუქმდა წყალში ჩაშვების გზით ნათლობა, თუმცა XIII საუკუნიდან მისი გამოყენება უფრო იშვიათი გახდა, რადგანაც ამ დროიდან ნათლობის წესი უკვე ეკლესიაში აღესრულებოდა. ამ მიზნით სანათლავ ემბაზს ეკლესიის შესასვლელის სიახლოვეს, ერთ-ერთ გვერდითა სამლოცველოში ათავსებდნენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9