(= Filistea, ფილისტიმელთა მიწა) ამ სახელით მოიხსენიებდნენ ბერძნები და რომაელები ისრაელის მიწას, ხმელთაშუა ზღვიდან სირია-არაბეთის უდაბნომდე და ლიბანიდან მკვდარ ზღვამდე. სახელწოდება მომდინარეობს ფილისტიმელთა ტომის სახელიდან, რომელიც ქრისტემდე XIII-XII საუკუნეებში სახლობდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე (შდრ. მსაჯ. 13-16 და 1 მეფ.) ბიბლიის ტექსტში ეს სახელი სამჯერ გვხვდება (ფსალმ. 83:8; 87:4; დან. 8:9).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4