A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პავ პალ პან პაო პაპ პარ პას პატ პაც

პალინგენეზი

Etym. ბერძ. pálin „ხელახლა“ + ghénesis „შექმნა“, „დაბადება“
It. Palingenesi
ტერმინი შეიძლება აღნიშნავდეს როგორც ადამიანის ხელახალ დაბადებას სიკვდილის შემდეგ (ინდივიდუალური პალინგენეზი), ისე სამყაროს ხელახალ აღორძინებას მისი განადგურების შემდეგ (კოსმოსური პალინგენეზი). ამ უკანასკნელი მნიშვნელობით საუბრობდნენ პალინგენეზზე სტოიკოსები. ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველთა მიერ გამოცხადებული პალინგენეზი გულისხმობს როგორც ებრაელთა დაბრუნებას დევნილობიდან და მიწიერი იერუსალემის აღდგენას, ისე ზეციური იერუსალემის დაბადებას, რომელიც ყველა ხალხებს მოიცავს. ახალ აღთქმაში პალინგენეზი უკავშირდება ნათლისღებისას სული წმიდის განახლებას (ტიტ. 3:5) და მიემართება ქრისტეს დაბოლოო დაბრუნებას, ანუ მის მეორედ მოსვლას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9