A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პავ პალ პან პაო პაპ პარ პას პატ პაც

პალიუმი

Etym. ლათ. pallium „მოსასხამი“
It. Pallio
შავი ფერის ჯვრებით მოქარგული თეთრი შალის ქსოვილის ზოლი, რომელიც რკალისებრადაა შემოხვეული მხრებზე, ისე, რომ მისი ბოლოები მცირედით გადმოკიდულია მკერდსა და ზურგზე. ქსოვილი მზადდება ორი თეთრი კრავის მატყლისგან, რომლებსაც ყოველწლიურად უძღვნიან პაპს წმიდა აგნესის დღესასწაულზე. მისი ტარების უფლება მხოლოდ პაპსა და მიტროპოლიტებს აქვთ: „მიტროპოლიტი ვალდებულია, ეპისკოპოსად კურთხევიდან სამი თვის განმავლობაში პირადად ან რწმუნებულის მეშვეობით სთხოვოს რომის პონტიფექსს პალიუმი, გამომხატველი ძალაუფლებისა, რომელსაც რომის ეკლესიასთან თანაზიარებაში კანონიერად იძენს მიტროპოლიტი საკუთარ პროვინციაში“ (CIC, კან. 437).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9