A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პელ პერ პეს პეტ პეშ

პელაგიელობა

It. Pelagianesimo
V საუკუნეში წარმომავლობით ინგლისელი (ან ირლანდიელი) მოწესის მიერ დამკვიდრებული ერესი, რომელიც მადლის თემას შეეხებოდა. უარყოფს პირველქმნილი ცოდვისა და მის შედეგთა სიმძიმეს. განიხილავს ადამიანის თავისუფლებას, როგორც დამოუკიდებელსა და საკმარისს ხსნის მოსაპოვებლად, ხოლო ქრისტეს მიიჩნევს მნიშვნელოვნად, უმთავრესად, მისი, როგორც ნიმუშის, თვალსაზრისით. პელაგიელობის ყველაზე მტკიცე მოწინააღმდეგე იყო წმიდა ავგუსტინე, რომელიც ხაზს უსვამდა მადლის, როგორც ღმრთის მიერ ადამიანისთვის გაწეული უანგარო დახმარების მნიშვნელობას. ეფესოს კრებამ (431) დაგმო პელაგიელობის იდეები. მოგვიანებით სანახევროდ პელაგიურმა მოძრაობამ წამოაყენა მოძღვრება როგორც ღმრთის მადლის, ისე ადამიანი ნების აუცილებლობის შესახებ, თუმცა, მის თანახმად, ადამიანს რწმენისკენ მადლი უბიძგებდა. ეს მოძღვრება დაგმო ორანჟის კრებამ (529).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9