A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პია პიე პილ პირ პიქ

პიეტიზმი

It. Pietismo
G. Pietismus
XVII საუკუნეში პროტესტანტიზმის წიაღში ჩამოყალიბებული რელიგიური მოძრაობა, რომლის მიზანიც იყო, მეტისმეტად ცივი და მშრალი თეოლოგიისათვის განცდა და ემოცია შთაებერა. გერმანიაში მოძრაობას საფუძველი ჩაუყარა ფ. ჯ. შპენერმა (1635-1705), რომელმაც 1670 წელს Collegia pietatis ჩამოაყალიბა: ეს იყო საეროთა ჯგუფები, რომლებიც ახალი აღთქმის შესწავლისა და ურთიერთგანვითარების მიზნით იკრიბებოდნენ. შპენერის იდეალი იყო აქტიური, ბეჯითი (pietas), მკაცრ ზნეობაზე დამყარებული ქრისტიანობა. 1675 წელს გამოქვეყნდა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თხზულება „Pia desideria, ანუ ჭეშმარიტი სახარებისეული ეკლესიის ცხოველი სწრაფვა ღმრთისათვის სასურველი გაუმჯობესებისაკენ“. ნაწარმოებში შპენერი ამხელდა ლუთერული ეკლესიის ნაკლოვანებებს (მოჭარბებული ბიუროკრატია, უთანხმოებანი, სიმდიდრის უსამართლო განაწილება და სხვ.) და მათი გამოსწორების შესაძლო გზებს (პიი დესიდერი „კეთილი სურვილები“) მიუთითებდა: ბიბლიის მეტად ფართოდ გავრცელება, საყოველთაო მღვდელმსახურების აღდგენა (საეროთა თანამშრომლობა მოძღვრებთან), მწვავე პოლემიკაზე უარის თქმა, ქრისტიანულ სათნოებათა დამკვიდრება, მოძღვრების შესწავლა და სხვა. პიეტიზმს, როგორც „განახლების“ მოძრაობას, განცალკევებული ეკლესიები არ შეუქმნია, ეს იყო მრავალი დინებისა და მიმართულების მომცველი მოძრაობა, რომელმაც კვალი დაამჩნია ანგლიკანიზმს, პურიტანიზმსა და მეთოდიზმს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9