A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბაა ბაბ ბაგ ბაზ ბალ ბაპ ბარ ბას ბაჰ

ბარუქის წიგნი

It. Libro di Baruc
ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნი, რომელსაც იერემიას მდივან ბარუქის სახელს უკავშირებენ. განეკუთვნება გვიანდელ ხანას, შემონახულია მხოლოდ ბერძნულ ენაზე, აგრეთვე, სირიული და ლათინური ვერსიების სახით. წიგნი შეიცავს: შესავალს, ანუ ისტორიულ პროლოგს (1:1-14); მონანიების ლიტურგიას (1:15-3:8); ცოდნის სადიდებელ საგალობელს, რომელშიც ცოდნა მოსეს კანონთანაა გაიგივებული (3:9-4:4); წინასწარმეტყველურ ქადაგებას (4:5-5:9). ვულგატაში მას დაემატა ეგრეთ წოდებული იერემიას წერილი (თ.6).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9