A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პნე

პნევმა/პნევმატოლოგიური/პნევმატური

It. Pnéuma/Pneumatologico/Pneumatico
ბერძნული სიტყვები. თეოლოგიური თვალსაზრისით, pnevma (= სული) უმთავრესად აღნიშნავს ღმრთის სასიცოცხლო ენერგიას, სამყაროში მისი ქმედების საწყისს, მის თანასწრებას დიად უფალში, მის წმიდამყოფელ ძალას, რომელიც ადამიანს ებოძა, როგორც ეკლესიისა და ცალკეული მორწმუნის ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრების საწყისი. აქედან გამომდინარე, სული წმიდას ვსახავთ ღმრთაებრივ პიროვნებად, სამებაში მამისა და ძისაგან მომდინარე სიყვარულად. ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, ბიბლიაში ტერმინი აღნიშნავს ადამიანის თვისობრივ სიცოცხლისუნარიანობას, მისთვის ღმრთის მიერ ბოძებულსა და მუდამ მის ნებაზე დამოკიდებულს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9