Etym. ლათ. pontifex (pons „ხიდი“ + facere „კეთება“) დღეს პაპის აღსანიშნავად დამკვიდრებული ტიტული Summus Pontifex XI საუკუნემდე ყველა ეპისკოპოსს აღნიშნავდა. წარმართული ტიტული Pontifex Maximus პაპებს XIV-XV საუკუნეებში მიენიჭა, თუმცა მათი მხრიდან საწინააღმდეგო არასოდეს გამოთქმულა. პაპის იერარქიულ და პოლიტიკურ სტატუსს გამოხატავს ტიტული, რომელიც დღეს ოფიციალურადაა მიჩნეული: რომის ეპისკოპოსი, იესო ქრისტეს ვიკარიუსი, მოციქულთა წინამძღვრის მემკვიდრე, მსოფლიო ეკლესიის უმაღლესი პონტიფექსი, იტალიის პრიმასი, რომის პროვინციის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური, ღმრთის მსახურთა მსახური.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4