A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პრე პრი პრო

პრელატურა

Etym. შუასაუკუნეობრივი ლათ. praelatura
It. Prelatura
შეიძლება იყოს პიროვნული ან ტერიტორიული.
ა) პიროვნული პრელატურა პიროვნული ხასიათის საერო იურისდიქციული სტრუქტურაა, ანუ არ ხასიათდება ტერიტორიული ნიშნით და დაწესებულია განსაკუთრებული სამწყსო მიზნებისთვის. შედგება საერო სამღვდელოთაგან – მღვდელმსახურთა და დიაკონთაგან (CIC, კან. 294); „ის იმართება სამოციქულო ადმინისტრაციის წესდებებით და მას დაწესებული ჰყავს საკუთარი განმგებლის სახით პრელატი, რომელსაც აქვს უფლება, დააფუძნოს ეროვნული თუ საერთაშორისო სემინარია, განაწესოს მოწაფეები დიოცეზებში და ხელდასხმაზე წარადგინოს ისინი პრელატურის სამსახურში“ (CIC, კან. 295);
ბ) ტერიტორიული პრელატურე არის „ტერიტორიულად შემოსაზღვრული ღმრთის ხალხის განსაზღვრული ნაწილი, რომელზე ზრუნვაც, განსაკუთრებულ მიზეზთა გამო, მიენდობა პრელატს..., რომელიც განაგებს მას, როგორც დიოცეზის ეპისკოპოსი, როგორც მისი საკუთარი მოძღვარი“ (CIC, კან. 370).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9