A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პრე პრი პრო

პრემონსტრატები

It. Premonstratensi
რეგულარული კანონიკოსები, რომლებიც მიეკუთვნებიან წმიდა ნორბერტ ქსანტენის (დაახლ. 1082-1134) მიერ 1120 წელს პრემონტრში დაარსებულ სამონასტრო ორდენს. ოფიციალურად ისინი 1126 წელს პაპმა ჰონორიუს II-მ დაამტკიცა. ორდენი აღმოცენდა, როგორც მომნანიე, ცისტერციელთა ორდენის მსგავსი ცენტრალიზებული სტრუქტურით. ორდენი სწრაფად გავრცელდა, თუმცა მაინც ყველაზე მცირე იყო „პრელატურის“ ოთხ დიდ ორდენთაგან (ბენედიქტელნი, ცისტერციელნი, ავგუსტინელი კანონიკოსები), მის სააბატოთა მაქსიმალური რიცხვი 630 იყო. ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში გავრცელებული მეთაურის (პრეპოსტო) წოდება შემდგომში აბატის წოდებით შეიცვალა. XII საუკუნეში წმიდა დომინიკე ორდენს თეთრი ფერის სამოსელს დაესესხა (აქედან მომდინარეობს წმიდა ნორბერტის მიმდევართა მეტსახელი „თეთრი კანონიკოსები“), გადაიღო მათი წესი (რომაულ-გალური ლიტურგია, რომელიც Liber ordinarius-შია გადმოცემული) და წესდებათა დიდი ნაწილი. გრიგოლისეულ რეფორმასთან დაახლოებული ეპისკოპოსებისა და ფეოდალების მხარდაჭერით, ორდენმა წარმატებით განახორციელა გერმანიის ცენტრალური, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილების კოლონიზაცია და გაქრისტიანება. მჭვრეტელობითი ტენდენციის უპირატესობით გამორჩეული საწყისი პერიოდის შემდეგ (პრემონტრე), განმტკიცდა აქტიური ცხოვრებისაკენ მიდრეკილება (მაგდებურგი). 1188 წელს კლემენტე III-მ ორდენს სამრევლო ვალდებულებათა აღსრულების ნებართვა მისცა. აქტიური სამწყსო საქმიანობა დღემდე რჩება ორდენის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰოლანდიელმა მღვდელმა ვერენფრიდ ვან სტრაატენმა დააარსა „შემწეობა აღმოსავლელ მღვდელთათვის“ (დღეს მისი სახელწოდებაა „გაჭირვებაში მყოფი ეკლესიის მხარდაჭერა – დახმარება აღმოსავლელ მღვდლებს“) და „აღმშენებელთა ორდენი“. გერმანიაში, ფრიზონიასა და პოლონეთში დაარსდა ორდენის ქალთა შტოს მრავალი მონასტერი, სადაც დები მჭვრეტელობითი ცხოვრებით იყვნენ დაკავებულნი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9