კანონიკური სამართლის კოდექსი ადმინისტრატორის სამ სახეობას აყალიბებს:
ა) სამოციქულო ადმინისტრატორი: პირი, რომელსაც აკისრია სამწყსო ხელმძღვანელობა და მართვა უმაღლესი პონტიფექსის სახელით „ღმრთის ხალხის განსაზღვრული ნაწილისა, რომელიც საგანგებო და განსაკუთრებულად ღრმა მიზეზთა გამო არ არის დაარსებული დიოცეზად“ (CIC, კან. 371); მას ეწოდება სამოციქულო სავიკარიუსო ან სამოციქულო პრეფექტურა.
ბ) სადიოცეზო ადმინისტრატორი: პირი, რომელსაც ევალება დიოცეზის მართვა იმ პერიოდში, როდესაც ეპისკოპოსის თანამდებობა ვაკანტურია (CIC, კან. 421);
გ) სამრევლო ადმინისტრატორი: ეპისკოპოსის მიერ დანიშნული პირი, რომელიც განაგებს საკრებულოს, როდესაც ვაკანტურია წინამძღვრის თანამდებობა, ან წინამძღვარს არ შეუძლია სამწყსო საქმიანობის განხორციელება (CIC, კან 539).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4