Etym. ლათ. praefatio „შესავალი“ ევქარისტიული ლოცვის პირველი ელემენტი, რომელიც ამ ლოცვის ძირეულ თემას, ყოვლისშემძლე ღმრთის წინაშე აღსარებას გამოხატავს. სტრუქტურული თვალსაზრისით, მის შემადგენლობაშია საწყისი დიალოგი, შესავალი ნაწილი, მთავარი ლოცვა და დასკვნითი ნაწილი. აგვირგვინებს ღმრთისადმი მიმართული სამმაგი მოხმობა „წმიდა არს“.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4