A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პრე პრი პრო

პრეფექტი

Etym. ლათ. praefectus, ნამყოს მიმღეობა ზმნისა praeficere (სიტყვიდან prae „წინ“ + facere „კეთება“), „სათავეში მოქცეული“
It. Prefetto
ტერმინი აღნიშნავს სხვადასხვა პიროვნებებს:
ა) კარდინალი-პრეფექტი ეწოდება რომის კურიის კონგრეგაციაზე, ეკლესიის საჯარო საქმიანობათა და სამოციქულო ბეჭედზე პასუხისმგებელ კარდინალს;
ბ) ესაა პაპის სახლის პრეფექტურის ხელმძღვანელი პრელატი;
გ) სამოციქულო პრეფექტი;
დ) სასწავლო დარგის პრეფექტი ეწოდება პირს, რომელსაც სემინარიაში სასწავლო გეგმის წარმართვა ევალება;
ე) სემინარიაში ერთობლივი ცხოვრების პრეფექტი ეწოდება პიროვნებას, რომელიც, რექტორთან შეთანხმების საფუძველზე, თვალყურს ადევნებს სემინარიაში დისციპლინის დაცვას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9