ბერძნული წესის მოწესეთა ნორმა, რომლის სახელწოდება ეპისკოპოს ბასილი დიდის (†379) სახელს უკავშირდება. ეპისკოპოსს ეკუთვნის კითხვებისა და პასუხების სახით ჩამოყალიბებული ამ წესდების ორი ფორმულირება, ხოლო მისი საბოლოო ვარიანტი VI საუკუნეში შეიქმნა. ბასილესეული წესდება საფუძვლად დაედო აღმოსავლურ სამოწესეო ცხოვრებას და, ამასთანავე, გარკვეული გავლენა მოახდინა ბენედიქტესეულ წესდებაზე.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4