A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

რა რე რი რო რუ რჩ რწ
როგ როზ როკ რომ

რომის პონტიფექსის ლეგატი

Etym. ლათ. legatus „რწმუნებული“
It. Legato del romano pontefice
პაპის წარმომადგენელი. რომის პონტიფექსს აქვს თავისთავადი და დამოუკიდებელი უფლება (CIC, კან. 362), დანიშნოს და წარგზავნოს თავისი წარმომადგენლები, აგრეთვე, გადაანაცვლოს და გამოიხმოს ისინი საერთაშორისო ნორმათა დაცვით, ეპისკოპოსთა თუ საერო ხელისუფალთა მხრიდან მოწონების გარეშე. ლეგატები შეიძლება იყვნენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. რომის პონტიფექსი ანდობს მათ მისი მუდმივად წარმოდგენის მისიას ცალკეულ ეკლესიებსა თუ სახელმწიფოებში, საჯარო ხელისუფალთა წინაშე თუ სხვა ორგანიზაციებში (CIC, კან. 363, ნაწ 1). 1969 წლის 24 ივნისის დეკრეტის Sollicitudo omnium Ecclesiarum (= SOE) თანახმად, არსებობს ლეგატთა სხვადასხვა ტიპები:

ა) სამოციქულო რწმუნებულები, რომლებიც ხანგრძლივად ინიშნებიან მხოლოდ ცალკეულ ეკლესიებში, განსაზღვრულ საეკლესიო რეგიონში;

ბ) რწმუნებულები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე წარმოადგენენ პონტიფექსს არა მხოლოდ ცალკეულ ეკლესიებში, არამედ სახელმწიფოებში და საერო ხელისუფლების წინაშე და შემდეგ კატეგორიებად იყოფიან:
დესპანები (ნუნციუსები), რომლებიც ფლობენ ელჩის ხარისხს და ipso iure დიპლომატიური კორპუსის დუაიენები არიან;
ვიცე-დესპანები (პრონუნციუსები), რომლებიც ამ უფლებით არ სარგებლობენ;
წარგზავნილნი (ინტერნუნციუსები) ანუ საგანგებო რწმუნებულები ან სრულუფლებიანი წარმომადგენლები, მივლენილი იმ შემთხვევაში, როდესაც წმიდა საყდარსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა სრულყოფილი დიპლომატიური წარმომადგენლობის წარგზავნის საშუალებას არ იძლევა (SOE, 1:2).
გარდა ამისა, არსებობენ:
წმიდა საყდრის სამოციქულო რწმუნებულები და წარგზავნილები, რომლებიც განსაკუთრებულ შემთხვევებში წარიგზავნებიან სახელმწიფოებში;
საქმეთა რწმუნებულნი წერილობით, რომლებიც ხანგრძლივად წარმოადგენენ პონტიფექსს, თუმცა მათ მისიას დამატებითი ხასიათი აქვს (SOE, 1:3);
საქმეთა დროებითი რწმუნებულნი, რომელნიც ცვლიან მისიის ხელმძღვანელს მისი არყოფნის დროს (SOE, II, 2).

გ) საერთაშორისო საბჭოებში ან კონფერენციებსა და კონგრესებზე პონტიფექსის წარმომადგენლები დაიყოფიან:
ხმის უფლების მქონე რწმუნებულებად; დამკვირვებლებად, ამგვარი უფლების გარეშე (CIC, კან. 363, ნაწ. 2; SOE II,1);

დ) დელეგატი კარდინალები, რომლებიც რომის პონტიფექსის მისიის შესრულებისას მის ალტერ ეგო-ს წარმოადგენენ, მიევლინებიან ხანმოკლე დროით რამე განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად (CIC, კან. 358).

Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9