ებრაული დღესასწაული, რომელიც ეძღვნება სპარსეთში მცხოვრები ებრაელების ხსნას ამანის მიერ დაგეგმილი სიკვდილისაგან (ესთ. 3:7; 9:15-32), მორდექაისა და ესთერის დამსახურებით. დღესასწაული აღინიშნება 14-15 მარტს (ადარ), ამ დროს კითხულობენ ესთერის წიგნს, შლიან უხვ სუფრას, ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4