A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

რა რე რი რო რუ რჩ რწ
რაბ რაი რამ რას რაც

რაბინიზმი

It. Rabbinismo
რაბინული იუდაიზმის სახელწოდება, რომელიც ყოველი ებრაელისათვის სავალდებულოდ მიიჩნევს როგორც თორას დაწერილ კანონს, ისე ზეპირ გადმოცემას. ამის გამო რაბინიზმი თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს მიშნასა და თალმუდში მოცემულ რელიგიურ და სამართლებრივ წესთა მთლიანობასა და მომდევნო ეგზეგეზიდან მომდინარე ნორმებს. მიშნისა და თალმუდისეული ინტერპრეტაციის მიუხედავად, რაბინიზმი ზოგადად ბიბლიის თავდაპირველ უწყებასთან კავშირის შენარჩუნებას ესწრაფვის, ხშირად წარმატებით ახერხებს მრავალი სახის კულტურულ გავლენათაგან მომდინარე საფრთხეების აცილებას და დიასპორის სხვადასხვა საკრებულოთა მძლავრ შემაკავშირებელ საშუალებად რჩება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9