Etym. არაბ., ისლამური კალენდრის მიხედვით წელიწადის მეცხრე თვის სახელწოდება, რომელიც ერთადერთია ყურანში სახელით მოხსენიებული (ყურ. 2:185) თავისი შინაარსითა და ფორმით მარხვის თვე (მარხვა ყოველდღიურად განთიადიდან მზის ჩასვლამდე გრძელდება) მუსლიმთათვის ზეიმის თვეა. სწორედ რამადანის დროს აღინიშნება წელიწადის ორი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული:
ა) „ბედისწერის ღამე“ (ლაილათ ალყადრ), რომლის დროსაც მუსლიმები კაცობრიობისათვის ყურანის გამოცხადებას ზეიმობენ (ყურ. 2:185; 97) და
ბ) მარხვის შეწყვეტის დღესასწაული (იდ ალ-ფიტრ), რამადანის დასასრულს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4