A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

რა რე რი რო რუ რჩ რწ
რაბ რაი რამ რას რაც

რასიზმი

Etym. razza, ძველი ფრანგ. haraz „ფაშატთა ჯოგი“, „ცხენთსაშენი“
It. Razzismo
განსჯით და პრაქტიკულ მიმართულებათა თუ ხედვათა ერთობლიობა, რომლებიც რასებს უმაღლესთა და უმდაბლესთა კატეგორიებად დაყოფს და ქადაგებს ან ემხრობა დისკრიმინაციას სოციალურ, იურიდიულ და ინსტიტუციურ სფეროებში, რამაც დევნისა და მასობრივი განადგურების სახეც კი შეიძლება მიიღოს. თეორიულად რასიზმი უმთავრესად XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა, ხოლო პოლიტიკური თუ, ზოგადად, პრაქტიკული გამოყენება XX საუკუნის დასაწყისში ჰპოვა (ნაციზმი, ფაშიზმი, ზანგთა რასობრივი ჩაგვრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, აპარტეიდი სამხრეთ აფრიკაში). ქრისტიანული თვალსაზრისით, ყველა ადამიანი თანაბარი ღირსების მატარებელია, რადგან ერთადერთი ღმრთის ხატებადაა შექმნილი და ერთსა და იმავე რაციონალურ სულს ფლობს. აქედან გამომდინარე, „ყოველგვარი დისკრიმინაცია... სექსუალური, რასობრივი, კანის ფერის, სოციალური, ენობრივი თუ რელიგიური ნიშნით უნდა იქნას დაძლეული და აღმოფხვრილი, როგორც ღმრთის ჩანაფიქრის საწინააღმდეგო“ (GS, 29; შდრ. CCC, 1934-1938).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9