A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

რა რე რი რო რუ რჩ რწ
რაბ რაი რამ რას რაც

რაციონალიზმი

Etym. ნაწარმოებია სიტყვიდან razionale „რაციონალური“
It. Razionalismo
ზოგადად, აღნიშნავს ნებისმიერ მოძღვრებას, რომელიც გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის გონებრივ უნარს, ან ესწრაფვის, გამორიცხოს ღმრთაებრივი გამოცხადება, ანდა მისი მნიშვნელობა მინიმუმამდე დაყვანას. თეოლოგიის ისტორიაში ტერმინი აღნიშნავს მიმდინარეობას, რომლის თანახმადაც, ღირებულება მხოლოდ რწმენის იმ ჭეშმარიტებებს აქვს, რომელთა წვდომა გონებითაა შესაძლებელი. ამგვარად თეოლოგია ფილოსოფიად იქცევა. პიუს IX-მ დაგმო ანტიდოგმატური რაციონალიზმი ენციკლიკებით Qui pluribus (1846) და Syllabus errorum (1864). დაგმობას მხარი დაუჭირა ვატიკანის I კრებამ დადგენილებაში Dei Filius (1870).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9