A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

რა რე რი რო რუ რჩ რწ
რეგ რედ რეი რეკ რელ რემ რეს რეფ რექ

რედემპტორისტები

It. Redentoristi/e
1732 წელს წმიდა ალფონსუს მარია დეი ლიგუორის მიერ ყველაზე დაჩაგრული სოციალური ფენების მორალური მხარდაჭერისა და სულიერი ხელმძღვანელობის მიზნით დაარსებული უწმიდესი მაცხოვრის კონგრეგაციის წევრები. მთელ მსოფლიოში გავრცელებული ამ საზოგადოების წევრებმა XX საუკუნეში მოციქულობის ახალი ფორმები ჩამოაყალიბეს: გარდა სახალხო მისიონერობისა, რომელსაც კვლავაც წამყვანი როლი უჭირავს მათ საქმიანობაში, მისდევენ, აგრეთვე, განსაკუთრებულ სამწყსო საქმიანობას (მსახურობენ საავადმყოფოებში, ეხმარებიან ნარკომანებს, მონაწილეობენ ქარიზმატიკოსთა მოძრაობებში, ქრისტიანული ქადაგების კურსებში). თეოლოგიაში მნიშვნელოვანია მათი პოზიციები ზნეობრივ და სამწყსო თეოლოგიაში (მაგალითად, ბ. ჰერინგი, ვ. შური). ზნეობრივი და სამწყსო თეოლოგიის შემსწავლელ ცენტრად ცნობილი ალფონსუსის აკადემია (ალფონსიანა) იოანე XXIII-მ ლატერანის უნივერსიტეტს შეუერთა. კონგრეგაციის წესდება, რომელიც მარტივ და სამუდამო აღთქმებს შეიცავს, ბენედიქტე XIV-მ 1749 წელს დაამტკიცა. კონგრეგაცია დღეს დაახლოებით 6 700 წევრს აერთიანებს და სიდიდით მეშვიდეა ხელდასხმულ სამღვდელოთა ორგანიზაციებს შორის. კონგრეგაციის ქალთა შტოც ალფონსუს მარია დეი ლიგუორიმ დააარსა, ეპისკოპოს ფალკოიასთან ერთად, მისი წესდება კი ბენედიქტე XIV-მ 1750 წელს დაამტკიცა. ესაა დიოცეზის მოქმედი ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში მყოფი მჭვრეტელობითი მიმართულების ორდენი საზეიმო აღთქმებითა და მკაცრი კლაუზურის წესით.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9