A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

რა რე რი რო რუ რჩ რწ
რეგ რედ რეი რეკ რელ რემ რეს რეფ რექ

რედუქციები

It. Riduzioni
Sp. reducciones
ლათინურ ამერიკაში იეზუიტი მისიონერების მიერ ჩამოყალიბებული რედუქციები წარმოადგენდა განცალკევებულ სასოფლო-სამეურნეო კოლონიებს მონათლულ ინდიელთათვის, რომლებიც ეკლესიასა და სამოქალაქო ცხოვრებას აზიარეს (პირდაპირ თარგმანში, „მიიყვანეს“ – reducti, საიდანაც მომდინარეობს ტერმინი) და ასობით და ათასობით ადამიანი დაასახლეს ერთად მათი საბოლოო გაქრისტიანების მიზნით. ამ კოლონიათაგან ყველაზე ცნობილი იყო პარაგვაის ეგრეთ წოდებულ „იეზუიტთა სახელმწიფოში“ შემავალი კოლონიები. 1750 წლის მადრიდის ტრაქტატის შემდეგ, რომლის საფუძველზეც ცენტრალური პარანას და პარაგვაის ტერიტორიაზე არსებული შვიდი კოლონია პორტუგალიას გადაეცა და დაახლოებით 30 000 უპოვარი იძულებული შეიქნა, ესპანურ ტერიტორიებზე გადასახლებულიყო, იეზუიტთა წინააღმდეგ სერიოზული ცილისწამება წამოაყენეს (განსაკუთრებით მინისტრმა პომბალმა გამოიჩინა თავი), რასაც 1767 წელს ესპანური ამერიკიდან მათი გაძევება მოჰყვა შედეგად. ესპანურ ამერიკაში „იეზუიტთა სახელმწიფოს“ ეკუთვნოდა 30 კოლონია (მათგან 8 დღევანდელი პარაგვაის ტერიტორიაზე), სადაც დაახლოებით 100 000 გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობდა. თუმცა „პარაგვაის იეზუიტურ სახელმწიფოს“, როგორც ასეთს, არასოდეს უარსებია, რადგან ცალკეული რედუქციები ესპანური კოლონიური იმპერიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. იეზუიტთა განდევნის შემდეგ რედუქციებში ინდიელთა რიცხვი სწრაფად შემცირდა. 1848 წელს სახელმწიფომ გააუქმა რედუქციები, იქ მცხოვრებნი კი საერთო კანონმდებლობას დაუქვემდებარა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9