ასე ეწოდებოდათ (ან „კლაუსტრალები“, ლათინური სიტყვიდან clausura) ადრეულ შუა საუკუნეებში პირებს, რომლებიც მომლოცველთათვის მნიშვნელოვან მონასტერში ან ეკლესიაში „იკეტებოდნენ“ და მას შემდეგ სენაკიდან არ გამოდიოდნენ. მათ უზრუნველყოფაზე მორწმუნეები ზრუნავდნენ. ამგვარ „ჩაკეტილობას“ არაფერი აქვს საერთო მოწესეობაში მიღებულ კლაუზურის წესთან. ისტორიული მნიშვნელობა მან XII-XIII საუკუნეებში შეიძინა. ამ პერიოდში სენაკებში მარტოსულ ცხოვრებას ძირითადად ქალწული და ქვრივი ქალები მისდევდნენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4