ასე ეწოდება არაბთა (მავრთა) მიერ დაპყრობილი ესპანური ტერიტორიების დაბრუნების მოძრაობას. მოძრაობას დასაბამი დაედო ასტურიათა სამეფოში ალფონს II-ის (791-842) მეფობის დროს, რომელმაც ვესტგოთების კათოლიკური სამეფო დაიბრუნა. პირველ ეტაპზე (დაახლოებით 1000 წლამდე) ქრისტიანებმა დუერამდე (დღევანდელი პორტუგალიის ჩრდილოეთი ნაწილი) მიაღწიეს, ხოლო სამეფოს დედაქალაქმა ოვიედოდან ლეონში გადაინაცვლა. არაბთა უკანასკნელი წინააღმდეგობით გამოწვეული შეფერხების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე (XI-XII საუკუნეები) რეკონკისტას მოძრაობა იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთ პროვინციებსა და მოგვიანებით – ცენტრალური ნაწილის დაბრუნებით გაგრძელდა. XIII საუკუნეში არაბთაგან გათავისუფლდა ესპანეთის სამხრეთი (ბალეარის კუნძულები, ვალენსია, კორდობა და სევილია). 1492 წელს გრანადის აღება რეკონკისტას ტრიმფალურ დასასრულად იქცა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4