Etym. გვიანლათ. beatificatio აქტი, რომლითაც პაპი ნებას რთავს, რომ „ღმრთის მსახური“ საჯაროდ იქნეს პატივდებული ნეტარის წოდებით. ნეტარად შერაცხვა ოფიციალურად სრულდება კანონიკური პროცესის შემდეგ, რომელიც პიროვნების სათნოებათა გმირულობასა და მის მიერ მოხდენილ სასწაულთა უტყუარობას ადასტურებს. ყველა შემთხვევაში, საუბარია კულტზე, რომელიც შემოფარგლულია განსაზღვრული ტერიტორიით ან სამოწესეო საკრებულოთი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4