A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

რა რე რი რო რუ რჩ რწ
რეგ რედ რეი რეკ რელ რემ რეს რეფ რექ

რელიგიური სამოსი

It. Abito religioso
L. habitus
სამოსი, რომელსაც ატარებს სამღვდელოება და მოწესეები „ნიშნად ღმრთისადმი საკუთარი თავის მიძღვნისა და სიღარიბის დამოწმებისა“ (CIC, კან. 669). საეკლესიო პირთათვის გრძელი სამოსის ტარებას მხარი დაუჭირა ლატერანის IV კრებამ, რადგანაც იმხანად გავრცელებული მოკლე საერო ტანსაცმელი მათთვის შეუფერებლად გამოიყურებოდა. სამღვდელო პირთათვის სამოსლის შავი ფერი სავალდებულოდ იქცა ტრიდენტის კრების შემდეგ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9