A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

რა რე რი რო რუ რჩ რწ
რეგ რედ რეი რეკ რელ რემ რეს რეფ რექ

რელიგიურ საქმეთა ინსტიტუტი

abbr. IOR
It. Istituto per le opere di religione
1942 წლის 27 ივნისს ვატიკანში, პიუს XII-ის ქიროგრაფით დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსით დაარსებულ ამ ინსტიტუტს დაევალა „რელიგიურ საქმეთა ადმინისტრირება“, რისი განკარგულებაც ლეონ XIII-მ 1887 წლის 11 თებერვალს გასცა. 1990 წლის 1 მარტის ქიროგრაფითა და შესაბამისი წესდებით იოანე პავლე II-მ (შდრ. AAS, 1990, ტომ. LXXXII, პარ. 1619, შმდ.) განაახლა ინსტიტუტის სტრუქტურა მისი საქმიანობისა და ფუნქციათა დროის მოთხოვნებთან უკეთ მისასადაგებლად. კერძოდ, პაპმა საგანგებო ყურადღება მიაპყრო კომპეტენტურ საერო კათოლიკეთა თანამონაწილეობისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. ინსტიტუტის მიზანია, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა მიერ მისადმი მინდობილი ან გადაცემული და რელიგიური ან საქველმოქმედო მიზნებისათვის განკუთვნილი უძრავი და მოძრავი ქონების მართვისა და დაცვის უზრუნველყოფა (წესდება, 2). ინსტიტუტის საქმიანობის მის წესდებასთან შესაბამისობას აკონტროლებს კარდინალთა კომისია, რომელიც ხუთი წლის ვადით დანიშნული ხუთი კარდინალისგან შედგება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9