A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

რა რე რი რო რუ რჩ რწ
რეგ რედ რეი რეკ რელ რემ რეს რეფ რექ

რელიკვიები

Etym. ლათ. reliquiae, სიტყვიდან reliquus „ნაშთი“, „ნეშტი“
It. Reliquie
წმიდანის ან ნეტარის სხეულის ნაწილები (ან სხეულთან მჭიდრო კონტაქტში ნამყოფი ნივთები), ვისი კულტიც საჯაროდ არის დაშვებული ეკლესიის მიერ. ნიკეის კრებამ (787) დაადგინა რელიკვიათა კულტის კანონიერება და აკრძალა რელიკვიებით ვაჭრობა. რელიკვიათა თაყვანისცემის ერთადერთი გამართლება და მიზანია ქრისტეს მიერ მის მსახურთა მეშვეობით მოხდენილ სასწაულთა გამოცხადება და მოწმუნეთათვის მისაბაძი მაგალითის დასახვა (შდრ. SC, 111). ესაა, აგრეთვე, მოწიწების გამოხატულება სხეულისადმი, რომელიც მოხმობილია ღმერთთან თანაზიარებაში შესასვლელად მკვდრეთით აღდგომის ჟამს. პირველი ქრისტიანები საკურთხევლებსა და სალოცავებს მოწამეთა საფლავებზე აგებდნენ. აქედან მომდინარეობს სწორედ ყოველ საკურთხეველში მოწამის ან წმიდანის რელიკვიის ჩატანების ტრადიცია.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9