A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

რა რე რი რო რუ რჩ რწ
რწმ

რწმენის თავისუფლება

It. Libertà religiosa
რწმენის თავისუფლების უფლება თვით ადამიანის ბუნებას ეფუძნება, ვისი პიროვნული ღირსებაც თავისუფლად მიმართავს ადამიანს იმისაკენ, რომ იგი ამქვეყნიურ წესრიგს აღმატებულ ღმრთაებრივ ჭეშმარიტებას მიემხროს. რწმენის თავისუფლების უფლება მკაფიოდაა გამოხატული და ჩამოყალიბებული ვატიკანის II კრების მიერ დეკლარაციაში Dignitatis humanae (1965), სადაც ნათქვამია: „რელიგიასთან მიმართებით არავინ უნდა იყოს იძულებული, იმოქმედოს სინდისის წინააღმდეგ და არავის უნდა შეექმნას დაბრკოლება, სათანადო საზღვრებში, იმისათვის, რომ იმოქმედოს თავისი სინდისის შესაბამისად კერძოდ თუ საჯაროდ, პიროვნულად თუ გაერთიანების ფარგლებში“ (DH, 2; შდრ. CCC, 2104-2109). ეკლესიის ისტორიაში რწმენის თავისუფლების პრინციპი ნელა მკვიდრდებოდა, რამდენადაც ეკლესია ხისტად მიიჩნევდა თავის ვალდებულებად ყველა ადამიანის ჭეშმარიტ რწმენასთან მიყვანას. რელიგიური თავისუფლების საკითხს განეკუთვნება ერთგვარად სახელმწიფოს მოვალეობა, არ შეუქმნას დაბრკოლება საეკლესიო ხელისუფალთ რელიგიის გავრცელებაში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9