A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საიდუმლოება

Etym. ბერძნ. mystérion (ზმნიდან mýein „პირის დახურვა“, „დადუმება“), შემდეგ ლათ. mysterium
It. Mistero
ელინურ ბერძნულში სიტყვას ჰქონდა ორმაგი მნიშვნელობა, საერო და რელიგიური. პირველ შემთხვევაში აღნიშნავდა საიდუმლოებას, ანუ დაფარულ სიმართლეს ან რამე სინამდვილეს; მეორე მნიშვნელობით, მრავლობით რიცხვში (საიდუმლოებანი), აღნიშნავდა რელიგიური ინიციაციის (განდობის) წესებს, რომლებიც განდობილებს სრულიად საიდუმლოდ უნდა შეენახათ. ახალ აღთქმასა და წინარეთანამედროვე თეოლოგიაში სიტყვა აღნიშნავს ქრისტეს ხსნის მარადიული ჩანაფიქრის გამოცხადებას; ქრისტეს ცხოვრების მოვლენებს როგორც ამ ჩანაფიქრის განხორციელებასა და გამოცხადებას. თანამედროვე თეოლოგიაში საიდუმლოება აღნიშნავს სარწმუნოების ჭეშმარიტებებს, რამდენადაც ისინი სცილდება ჩანაფიქრისა და გაგების ადამიანის ინტელექტუალურ უნარებს; ან იმ შეცნობას, რომლისკენაცაა მიმართული ადამიანი თავისი სულის არსებითი ტრასცენდენტობის წყალობით, რომელიც ხსნის მას გონებითა და სიყვარულით, უსასრულობის მიმართ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9