A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

რა რე რი რო რუ რჩ რწ
რიგ რიც

რიცხვნი

It. Numeri, libro dei
ხუთწიგნეულის მეოთხე წიგნი. სახელწოდება წარმოადგენს თარგმანს სეპტუაგინტის ბერძნული სათაურისა (àrithmoi), რომელიც სინაის მთის ძირას დაბანაკებული ისრაელი ტომების აღწერიდან (1-4) მომდინარეობს, წიგნის ებრაულ თარგმანში კი მისი სათაურია „უდაბნოში“ (bemidbar). სინაის ძირას დასახლება და შემდეგ აღთქმულ მიწამდე უდაბნოში მოგზაურობა ის ორი ძირითადი ამბავია, რომელთა ირგვლივაც ვითარდება თხრობა. წიგნის საბოლოო რედაქტირებისას გამოყენებულია განსხვავებულ ტრადიციათა (იაჰვისტური, ელოჰისტური, საღმრთისმსახურებო) სხვადასხვა დოკუმენტი. თავისი ისტორიული და რელიგიური სულისკვეთებით რიცხვთა წიგნი ირიბად უკავშირდება გამოსვლას, ხოლო კანონთა მიხედვით –ლევიანთა წიგნს და გამოსვლის ხანის სამი დიდი მოქმედი პირის სადიდებელს წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა, ესაა უფალი, რომელიც უდაბნოში მოგზაურობის ჭეშმარიტი მთავარი გმირია, რადგანაც ისრაელი არასოდეს რჩება მარტო და მიტოვებული. ღმრთის თანასწრების მიზეზით ამ წმიდა ისტორიაში უფალთან ერთად მონაწილეობს კიდევ ერთი არსებითად მნიშვნელოვანი პერსონაჟი, იაჰვეს მსახური მოსე (რიცხვ. 12:8), ანუ ღმერთსა და ხალხს შორის შუამავალი, რომელსაც მგზნებარედ უყვარს ღმერთი, თუმცა, ამავე დროს, მყარი კავშირი აქვს თავის ხალხთან. წიგნის მესამე მოქმედი პირი კი ხალხია. რთული ხასიათის, მეამბოხე, შეუპოვარი ხალხი დაწვრილებითაა აღწერილი; ისაა, საბოლოოდ, ღმრთის მზრუნველობისა და სიყვარულის უმთავრესი საგანი. ამ მიზეზით ისრაელის შემდგომ თაობებს მტკიცედ სწამდათ, რომ სწორედ იმ ხალხიდან იღებს დასაბამს მათი ფესვები და იდენტურობა. ამგვარად, უდაბნო ისრაელის მთელი ისტორიული და რელიგიური თავგადასავლის ნიმუშად იქცევა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9