A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

რა რე რი რო რუ რჩ რწ
როგ როზ როკ რომ

როზმინელნი (გულმოწყალების ინსტიტუტი)

It. Rosminiani (Institutum charitatis)
მღვდელმსახურთა, სასულიერო პირთა და საერო ძმათა კონგრეგაცია, დაარსებული 1828 წელს ანტონიო როზმინი-სერბატის მიერ დომოდოსოლას მახლობლად, მონტე კალვარიოზე. 1839 წელს ის პაპმა გრიგოლ XVI-მ დაამტკიცა. როზმინელნი ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით მოღვაწეობენ სკოლებში, ეწევიან სამრევლო სამწყსო საქმიანობას, სახალხო მისიონერობას და მისიონერობას წარმართთა შორის, განსაკუთრებით, აფრიკაში. ანტონიო როზმინი (1797-1855), რომელიც 1821 წელს ეკურთხა მღვდლად, ცნობილია, აგრეთვე, როგორც ფილოსოფოსი და თეოლოგი. თავის წიგნში „წმიდა ეკლესიის ხუთი იარის შესახებ“ (ის დაიწერა 1832-1833 წლებში, თუმცა ანონიმურად მხოლოდ 1848 წელს გამოქვეყნდა) როზმინი აანალიზებს იტალიურ და ავსტრიულ კათოლიკობას და მასში „ხუთი იარის“ არსებობას ასაბუთებს, ესენია: ლიტურგიაში საეროთა და სასულიეროთა განცალკევება; სასულიერო პირთა არასაკმარისი მომზადება; ეპისკოპოსთა შორის თანამშრომლობის არარსებობა (ეპისკოპოსთა უზომო დამოკიდებულება მთავრებზე); ეპისკოპოსთა არჩევა საერო ხელისუფალთა მიერ; საეკლესიო ქონების დამონება. იმ დროს, როდესაც როზმინის პოლიტიკური ნაწერები 1849 წელს ინდექსში მოხვდა, 1854 წელს, მკაცრი წინააღმდეგობის მიუხედავად, პიუს IX-მ მისი ფილოსოფიური შრომები მართლმორწმუნედ გამოაცხადა. მხოლოდ მოაზროვნის სიკვდილიდან საკმაო დროის გასვლის შემდეგ, 1887 წელს, დეკრეტით პოსტ ობიტუმ, ლეონ XIII-მ ერეტიკულად გამოაცხადა როზმინის 40 დებულება, უსისტემოდ ამოღებული მისი ნაწერებიდან, მაგალითად, ღმრთის ხედვისა და შემეცნების შესახებ. დღეს როზმინის სახელი რეაბილიტირებულია და იგი ნეტარად არის შერაცხილი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9