A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

რა რე რი რო რუ რჩ რწ
როგ როზ როკ რომ

როკეტუმი

Etym. შუა საუკუნეთა ლათ. rocchettum (კნინობითი ფორმა სიტყვისა roccus „სამოსი“), დასაბამს იღებს ფრანკულიდან hrok
It. Rocchetto
მაქმანიანი თეთრი სელის სამოსი, კოტას სიგრძის, მაგრამ ვიწრო და გრძელი სახელოებით. მას ატარებენ პაპი, კარდინალები, ეპისკოპოსები და პრელატები (ზოგ შემთხვევაში აგრეთვე კანონიკოსები და წინამძღვრები). ის სამოსის შემოკლებული ვარიანტია: სახელოების მაქმანი ზემოდან ეკერება თეთრ, ვარდისფერ ან იისფერ აბრეშუმს, იმის მიხედვით, თუ რა ღირსების მქონე პირი ატარებს მას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9