გამოთქმა აღნიშნავს რომის ეკლესიის ჩვეულებრივ ლიტურგიულ წესს, რომელიც შემდეგ, ამბროსისეული წესისა (მილანის დიოცეზში) და მოზარაბიკული წესის (ტოლედოს საკათედრო ტაძრის ერთ-ერთ კაპელაში) გამონაკლისით, მთელს ლათინურ კათოლიკე ეკლესიაში გავრცელდა. ეს წესი IV-VII საუკუნეებში ჩამოყალიბდა, უმთავრესად გრიგოლ დიდის მიერ წირვის კანონის განსაზღვრისა და საიდუმლოთა დიდ წიგნთა (წირვისათვის განკუთვნილ ლოცვათა კრებულები) შედგენის შედეგად. კაროლინგურ ხანაში რომაული წესი საფრანგეთში, შემდეგ კი - დასავლეთის დანარჩენ ქვეყნებში გავრცელდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4