Etym. ლათ. flabellum, სიტყვიდან flare „შებერვა“ სირაქლემისა და ფარშევანგის ბუმბულებისგან დამზადებული ფართო „მარაო“, მოთავსებული წითელი ხავერდის ტარზე. ახლდა პაპს ტახტრევანში (sedia gestatoria) ან ევქარისტიულ მსვლელობებში მისი გადაადგილებისას. ცნობილია ეგვიპტელთა, ბაბილონელთა და ძველ ბერძენთა დროიდან, ლიტურგიულ წესებში ის პაპმა აგაპიტემ (VI საუკუნე) დაამკვიდრა. დღეს აღარ გამოიყენება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4