ცადოკის შთამომავალნი, წარმოადგენდნენ კონსერვატიულ სექტას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მღვდელმსახურები და მაღალი წარმოშობის ოჯახები (მათ. 3:7; საქმ. 5:17; 23:6). მათ სწამდათ მხოლოდ თორა, უარყოფდნენ მკვდრეთით აღდგომას და ანგელოსთა არსებობას (მათ. 22:23, შმდ.; მარკ. 12:18, შმდ.; საქმ. 23:8). სადუკეველნი მტრულად იყვნენ განწყობილი იესოსადმი და ფარისევლებთან ერთად შეთქმულნი იყვნენ მის წინააღმდეგ… (მათ.21:23, შმდ.; 26:14, შმდ.; მარკ. 11:15, შმდ.; იოან. 11:47). სადუკეველნი იერუსალემის დანგრევის (70 წ.) შემდეგ გაქრნენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4