A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საერო პირი

Etym. ბერძ. laicós „ხალხი“, „მდაბიო“, ნაწარმოებია სიტყვიდან laós „ხალხი“
It. laico
ეკლესიაში საერო პირია მორწმუნე, რომელსაც მიღებული აქვს საერთო ნათლისღებისმიერი კურთხევა და აშენებს ღმრთის სასუფეველს ეკლესიასა და სამყაროში რწმენის დამოწმებით საკუთარი ქარიზმის – საეროობის ქარიზმის – შესაბამისად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საეროა ყოველი მორწმუნე, რომელიც არაა სამღვდელოების წევრი (CIC, კან. 204-207). ტერმინი „საერო“ აღნიშნავს, აგრეთვე, სამონაზვნო ან სამოწესეო საკრებულოს წევრს, რომელსაც არ მიუღია სამღვდელო ხელდასხმა (საერო ძმა). უფრო ფართო მნიშვნელობით, სარწმუნოებრივის საპირისპიროდ, საერო აღნიშნავს ეკლესიის გარეთ ყოფნას (მაგ., საერო დახმარება) ან რელიგიური აღმსარებლობის საწინააღმდეგო ან მისგან დაცილებულ იდეებსა და იდეოლოგიებზე დაყრდნობას (მაგ. საერო პარტია).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9