A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სავარდე

Etym. ლათ. rosarium „სავარდე“
It. Rosario
მარიამისადმი მიძღვნილი ლოცვა, ჩამოყალიბებული 1400 წლის ახლოს. შედგება ათეულებად დაყოფილი 150 გიხაროდენისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოიყოფა მამაო ჩვენოს და დიდების ლოცვებით (შესაბამისად, ყოველი ათეულის დასაწყისსა და ბოლოში) და „საიდუმლოდ“ წოდებული ქრისტეს ცხოვრების რომელიმე ფაქტის ხსენებით, რომლის შესახებაც გრძელდება მედიტაცია ათეულის წარმოთქმისას. სავარდე სრულდება Salve Regina-ს და ლორეტას ლიტანიათა წარმოთქმით. სავარდის კლასიკური ფორმებია: „სიხარულის საიდუმლოებანი“ (იესოს შობის აღმნიშვნელი), „მწუხარებისა“ (იესოს ვნებათა ამსახველი), „დიდებისა“ (მკვდრეთით აღდგომის, სული წმიდის მოვლინების და ა. შ. ამსახველი), სადაც თითოეული ჯგუფი 5 საიდუმლოს შეიცავს. სავარდე მომლოცველობის, მსახურებისა და პირადი ლოცვის დროს წარმოსათქმელ ყველაზე გავრცელებულ სახალხო ლოცვად იქცა (სავარდის დღესასწაულს 1571 წლიდან აღნიშნავენ).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9