A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სათნოება

Etym. ლათ. virtus „ღირსება“; სიტყვა, ამავე დროს, სიმწიფესა და ძალასაც მიემართება: vir „მამაკაცი“ და vis „ძალა“. ტერმინის ბერძნული შესატყვისია areté, რომელიც მართებულად აღზრდილ ადამიანს აღნიშნავს
It. Virtù
სათნოება სიკეთის კეთების ჩვეული და მტკიცე მზადყოფნაა. ის ადამიანს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ კეთილი საქმეები ჩაიდინოს, არამედ თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს. სათნოება გონებისა და ნების მყარი მზადყოფნაა, რომელიც განაგებს ადამიანის ქმედებებს, აწესრიგებს მის ვნებებს და წარმართავს მის საქციელს რწმენისა და გონების შესატყვისად. შესაძლებელია სათნოებათა დაჯგუფება ოთხი ძირითადი სათნოების გარშემო: კეთილგონიერება, სამართლიანობა, სიმტკიცე, თავშეკავება. ეს ადამიანის მიერ შეძენილი სათნოებანია. ისინი ზნეობრივად კეთილ ქმედებათა ნაყოფია და ადამიანის მთელ შესაძლებლობას განაწყობს ღმრთაებრივ სიყვარულთან თანაზიარებისაკენ. ადამიანური სათნოებანი ფესვგადგმულია საღმრთისმეტყველო სათნოებებში, რომლებიც ადამიანურ უნარებს ღმრთაებრივ სიყვარულთან ზიარებაში შესვლისაკენ განაწყობს. საღმრთისმეტყველო სათნოებანი ღმერთს მიემართება და ქრისტიანებს უწმიდეს სამებასთან კავშირში ცხოვრებისათვის განამზადებს. ასეთი სათნოება სამია: სარწმუნოება, იმედი და სიყვარული, ხოლო მათი დასაბამი, მიზეზი და საგანია ღმერთი; ისინი აფუძნებს, აცოცხლებს და განაპირობებს ქრისტიანის მთელ ზნეობრივ ქმედებას (შდრ. CCC, 1803-1845).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9