ეპისკოპოსთა ან მათ წარმომადგენელთა მიერ ცალკეულ საკრებულოთა მონახულება. წესი არსებობს IV საუკუნიდან აღმოსავლურ ეკლესიებში და VI საუკუნიდან - რომის კათოლიკე ეკლესიაში. ამგვარი ვიზიტების მიზანს წარმოადგენდა სამწყსო საქმიანობისა და საეკლესიო ქონების კონტროლი და, უმთავრესად, შესაძლო დარღვევათა აღმოფხვრა. ტრიდენტის კრებამ დაავალდებულა ყველა ეპისკოპოსი, მოენახულებინათ საკრებულოები - სულ მცირე - ორ წელიწადში ერთხელ, მოძღვრების მართლმორწმუნეობისა და ზნეობრივი მდგომარეობის შესამოწმებლად. ამგვარად, ტრიდენტის კრების შემდგომი სამწყსო მონახულებანი საეკლესიო ცხოვრების რეფორმირების მნიშვნელოვან საშუალებად იქცა. ამჟამად ეპისკოპოსი ვალდებულია, ყოველწლიურად მოინახულოს დიოცეზი, ისე, რომ მისი მთლიანი მონახულება - სულ ცოტა - ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც შეძლოს (CIC, კან. 396-398).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4