A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სამწყსო საბჭო

It. Consiglio pastorale
ა) სადიოცეზო სამწყსო საბჭო შედგება მორწმუნეთაგან (სამღვდელონი, სამონაზვნო ინსტიტუციათა წევრები და საერონი), რომლებიც „გამოირჩევიან უეჭველი რწმენით, კეთილი ზნე-ჩვევებითა და კეთილგონიერებით“ (CIC, კან. 512, ნაწ. 3). მისი მიზანია დიოცეზის სამწყსო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამოქმედო დასკვნათა შესწავლა, შეფასება და შეთავაზება. საბჭოს აქვს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება, მას თავმჯდომარეობს და იწვევს, წელიწადში ერთხელ მაინც, ეპისკოპოსი;
ბ) სამრევლო სამწყსო საბჭო; მას ხელმძღვანელობს წინამძღვარი, შედგება მორწმუნეთა და სამწყსო საქმიანობაზე მზრუნველ პირთაგან, მიზნად ისახავს სამწყსო საქმიანობის ხელშეწყობას. აქვს მხოლოდ სათათბირო ხმა (CIC, კან. 536).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9