A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სამხედრო-სასულიერო საგანმგებლო

It. Ordinariato militare
ადრე ეწოდებოდა საველე-სასულიერო სავიკარიუსო. იურიდიულად დიოცეზთან გათანაბრებული მცირე საეკლესიო ოლქი, დაარსებული სამხედრო სამსახურში მყოფ ან შეიარაღებულ ძალებთან უშუალოდ დაკავშირებულ სამსახურში მყოფ მორწმუნეთა სასულიერო შეწევნის მიზნით. ამ ოლქს მართავს სამხედრო-სასულიერო განმგებელი, რომელიც ჩვეულებრივ, ამავე დროს, ეპისკოპოსიცაა, მას ეხმარებიან კურიის მოხელეები და საერო და სასულიერო სამღვდელოებას შორის არჩეული სათანადო რაოდენობის სამხედრო კაპელანები. სამხედრო-სასულიერო განმგებელს აქვს ჩვეულებრივი, საკუთარი, თუმცა სადიოცეზო და პიროვნულ განმგებლობასთან მიმსგავსებული იურისდიქცია.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9