A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სანათლავი ემბაზი

It. Fonte battesimale
L. fons baptismalis
ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, როდესაც ნათლობას ჩაშვების - მოსანათლი ადამიანის წყალში დასველების - გზით აღასრულებდნენ, ემბაზი ბაპტისტერიუმის ცენტრში მოწყობილ სხვადასხვა ფორმის ავზს წარმოადგენდა. მარმარილოთი მოპირკეთებულ ამგვარ ავზში ორი-სამი საფეხურის მეშვეობით შეიძლებოდა ჩასვლა. XI საუკუნიდან გავრცელდა ნათლობა წყლის გადასხმის მეშვეობით და სანათლავი ემბაზი მრგვალი ან მრავალკუთხა ფორმის ქანდაკების ნიმუშად იქცა. XIV საუკუნიდან ბაპტისტერიუმი აღარ წარმოადგენს ცალკე მდგომ შენობას; ამ დროიდან უკვე მომცრო ზომის სანათლავი ემბაზს ათავსებენ ამ მიზნისათვის განკუთვნილ კაპელაში, როგორც წესი, ეკლესიაში შესასვლელის სიახლოვეს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9