A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კამალდოლელნი

It. Camaldolesi
განდეგილი მონაზვნები, რომლებიც ბენედიქტელთა ორდენიდან იღებენ დასაბამს. მათი სახელი პირველი მონასტრის ადგილსამყოფელის – კამალდოლის (areco) – სახელწოდებიდან მომდინარეობს. ეს მონასტერი 1023-1026 წლებში წმიდა რომუალდომ დააარსა. კამალდოლელნი განდეგილური და სამონაზვნო ცხოვრების შერწყმას ესწრაფვოდნენ. ამ მიზნით ეკლესიის გარშემო, სენაკთა გარდა, აგებული იყო მონასტერიც, რომლის უმთავრესი დანიშნულება ამქვეყნიური ფუსფუსისაგან სავანის მოშორება იყო. მონასტერი ასკეზისა და განდეგილობისთვის მომზადებას ემსახურებოდა. ეს იყო ადგილი, სადაც განდეგილებს შეეძლოთ, მდუმარედ და სინანულით, მჭვრეტელობითად ეცხოვრათ და მხოლოდ ქოროსა და კაპიტულუმზე შეკრებილიყვნენ ერთად. იურიდიულად ორდენი თავდაპირველად ორი ბირთვის – კამალდოლისა და ფონტე აველანას გარშემო ჩამოყალიბდა. შემდგომში ცალკეულმა მონასტრებმა და სავანეებმა (მათ შორის ისეთებმაც, რომლებიც წმიდა რომუალდოს არ დაუარსებია და თავისით აღმოცენდნენ ან პონტიფექსთა თუ ეპისკოპოსთა მიერ იყო დაარსებული) მიიღეს კამალდოლის მეოთხე წინამძღვრის, რუდოლფოს (†1089) დროს შემუშავებული წესი Eremiticae Regulae. განვითარებისა და სიწმიდის პერიოდს (XII-XIII სს.) დაცემისა და განხეთქილებათა ხანა მოჰყვა. ამჟამად კამალდოლისა და მონტეკორონას კონგრეგაციები ასობით წევრს მოითვლის. კამალდოლელნი მუდამ ეხმარებოდნენ ღარიბებს და მასპინძლობდნენ მომლოცველთ. ამ უკანასკნელთათვის თითოეულ მონასტერთან აშენდა სასტუმროები, რაც ტყის დაცვასა და დიდი არქივებისა და ბიბლიოთეკების შექმნასა და შენახვას ემსახურება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9