A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სარწმუნოების გავრცელების კონგრეგაცია

It. Propaganda Fide; Congregatio De Propaganda Fide
სარწმუნოების გავრცელების კონგრეგაცია პაპმა კლემენტე VIII-მ 1599 წელს დააარსა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მან არსებობა შეწყვიტა. გრიგოლ XV-მ კონგრეგაცია აღადგინა და მას შემდეგ ის არსებობას განაგრძობს. კონგრეგაციის მიზანს წარმოადგენდა სარწმუნოების პროპაგანდა მთელ სამყაროში. დღესდღეობით კონგრეგაციის დაქვემდებარებაშია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ამერიკის ორივე კონტინენტის ცალკეული რეგიონები, თითქმის მთელი აფრიკა, შორეული აღმოსავლეთი, ახალი ზელანდია და ოკეანია ავსტრალიის გამოკლებით და ფილიპინების თითქმის ყველა კუნძული. კონგრეგაციის კომპეტენცია მოიცავს მისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მისიონერული ოლქების დაარსებას და მათ დაყოფას, მისიათა მართვის ხელმძღვანელობას, ამავე დროს, მეთვალყურეობას მორწმუნეთა ქრისტიანულ ცხოვრებაზე, სასულიერო პირთა საქციელზე, კათოლიკური ქმედების საქმიანობაზე, ზედამხედველობას კათოლიკურ სკოლებსა და სემინარიებზე. მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამახალისებელი საქმიანობისა და მისიონერული თანამშრომლობის წარმართვის მიზნით კონგრეგაცია საგანგებოდ თანამშრომლობს პაპის მისიონერულ ინსტიტუტებთან. 1967 წლის 15 აგვისტოს დადგენილებით Regimini Ecclesiae universae კონგრეგაციას ხალხთა გაქრისტიანებისა და სარწმუნოების პროპაგანდის კონგრეგაციის სახელი მიენიჭა, 1988 წლის 28 ივნისის დადგენილებაში Pastor bonus ის, უბრალოდ, ხალხთა გაქრისტიანების კონგრეგაციად მოიხსენიება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9