A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სასწაული

Etym. ლათ. miraculum „გასაოცარი საგანი“, მომდინარეობს ზმნიდან mirari „გაოცება“, „განცვიფრებით ცქერა“
It. Miracolo
მოვლენა ან გრძნობადი ფაქტი, რომლითაც მჟღავნდება ღმრთის ძალაუფლება და რომელიც როგორც ადამიანური გამოცდილების, ისე ბუნების კანონთა მიღმურია. ძველ აღთქმაში იაჰვესა და მისი ხალხის აღთქმას ღმრთის განმათავისუფლებელი ძლევამოსილების დამადასტურებელი მრავალი სასწაული ახლავს თან. ახალ აღთქმაში სასწაული ის ნიშანია, რომელიც მორწმუნეს იესოს სიღრმისეულ წვდომაში ეხმარება: „წადით მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან...“ (მათ. 11:5).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9