Etym. ლათ. optio „არჩევანი“ და fundamentalis „არსებითი“ ზნეობრივი ქმედების ანალიზისა და გაგებისათვის უკვე კლასიკურად ქცეული ეს ცნება აღნიშნავს ცნობიერებაში გაკეთებულ პიროვნების ფუნდამენტურ, საფუძველმდებ გადაწყვეტილებას, რომელიც მთელ მის ცხოვრებას წარმართავს (სიკეთისა თუ ბოროტებისაკენ).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4