A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საფუძვლის საკრებულო

It. Comunità di base
ტერმინი აღნიშნავს რთულსა და ფართო ფენომენს, რომელიც ხშირად ერთმანეთისაგან განსხვავებულ ქრისტიანულ რეალობებს მოიცავს. ასეთი საკრებულოები აღმოცენდა ლათინურ ამერიკაში, სადაც მრავალი ადამიანი გაერთიანდა ბიბლიის ერთობლივად საკითხავად, მედიტაციისა და ღმრთის სიტყვის შუქზე საკუთარი ცხოვრების უკეთ წარმართვის მიზნით. ასეთი საკრებულოები სხვადასხვა მოტივაციით შემდეგ ევროპაშიც გავრცელდა. საფუძვლის საკრებულოთა თავდაპირველი განზრახვა იყო სახარების განუყოფელი სიწმიდისადმი ერთგულება, ზოგჯერ ქრისტიანული ცხოვრების სხვა ინსტიტუციურ ფორმებთან, - მაგალითად, სამრევლოებთან, - დაპირისპირებითა და თითქმის პაექრობით სახარების ჭეშმარიტ ღირებულებათა აღდგენისკენ სწრაფვაში. შემდგომში, შეწინააღმდეგებისაკენ მიდრეკილების მეტისმეტად განვითარების მიზეზით საფუძვლის საკრებულოები დამოუკიდებლებად გადაიქცნენ და ზოგ შემთხვევაში დაკარგეს თავიანთი მოწოდებისა და ეკლესიაში თანაყოფნის საწყისი არსი. საფუძვლის საკრებულოებს ახასიათებს თითქმის კულტად ქცეული სიყვარული ღმრთის სიტყვისადმი, რომელსაც ითვისებენ, რომლის მეშვეობითაც ამოწმებენ საკუთარ ცხოვრებას, პიროვნულსა თუ საზოგადო ქცევას, რომლის მეშვეობითაც აცოცხლებენ თავიანთი რწმენის მასაზრდოებელ საიდუმლოთ. საკრებულოთა ერთობლივი ცხოვრების სულისკვეთება, ზოგადად და ყველაზე ხშირად ნიმუშის საფუძველზე, გამოიხატება ერთობლივად მიღებულ გადაწყვეტილებებში, ერთობლივ საიდუმლოებრივ აქტებსა და კატეხიზმოში, ძალიან წრფელ თანამონაწილეობის განცდაში. საკრებულოს წევრთა მოწოდებაა, ქრისტიანული ავთენტიკურობის მიყოლა, რასაც ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე იზიარებს. როგორც წესი, საფუძვლის საკრებულოებს ხელმძღვანელობს „ქარიზმატიკოსი“, ანუ პიროვნული თვისებებისა და სულიერი განწყობის საფუძველზე სანდო და საიმედო პირად მიჩნეული ადამიანი. საკრებულოები მრავალფეროვან საქმიანობას ეწევიან, არ მისდევენ რამე საერთო მოდელს. ადგილობრივად მათი აღმოცენების მიზნიდან და ხელმძღვანელთა სულისკვეთებიდან გამომდინარე, საკრებულოები სუფთა „საეკლესიო“ მიზნებს ისახავს და ახორციელებს: ესაა ეკლესიად ჩამოყალიბება, ეკლესიად ყოფნა, ამ სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობით. ცხადია, ქრისტეს პიროვნება, საქმიანობა და გზავნილი უმთავრეს ადგილს იჭერს მათ სამოქმედო გეგმაში. დიდი მნიშვნელობა ენიჭება, აგრეთვე, სახარების გააზრებით, განმარტებით კითხვას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9